მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

28 სექტემბერი 2023, 14:05 386 ნახვა

აზერბაიჯანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რუბენ ვარდანიანი გუშინ დააკავეს, როცა მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანოაბაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

აზერბაიჯანის „შავ სიაში“ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი" დავით ბაბაიანიცაა.    

დღესვე ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა  ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში