ჩვენი ქვეყანა შეიძლება გლობალური უსაფრთხოების დონორი გახდეს - ზელენსკი

01 ოქტომბერი 2023, 11:12 506 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვაში აღნიშნავს, რომ გაიმართა უკრაინის თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი.  მისივე თქმით, ეს არის შეთანხმებები ერთობლივ წარმოებაზე, ტექნოლოგიების გაცვლაზე, ასევე საბრძოლო მასალის წარმოებასა და კადრების მომზადებაზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ინდუსტრიის წყალობით უკრაინას შეუძლია, გახდეს გლობალური უსაფრთხოების დონორი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში