სამხედრო აღლუმი ოკუპირებულ აფხაზეთში

01 ოქტომბერი 2023, 10:54 524 ნახვა

სამხედრო აღლუმი ოკუპირებულ აფხაზეთში - დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ომის 30 წლის თავზე სეპარატისტული რეჟიმი გამარჯვებას ზეიმობს. ე.წ. "სადღესასწაულო მსვლელობა" ომის მონაწილეებმა, გუმისთასა და აღმოსავლეთის ფრონტის ყოფილმა მებრძოლებმა და მეთაურებმა გახსნეს.

ოკუპირებული სოხუმის თავისუფლების მოედანზე საზეიმო მარშით ჩაიარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზის მებრძოლებმაც.

აფხაზეთის ე.წ ლიდერი ბჟანია აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ქალაქების და კურორტების აღდგენის პირობას დებდა. ასლან ბჟანია ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ ქართველებმა აფხაზებს ზიანი მიაყენეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში