ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა

16 ოქტომბერი 2023, 09:45 537 ნახვა

თელ ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს ათეულობით მოქალაქე იყო.

ერთ-ერთი რეისი „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა, რომელმაც 60-მდე საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები ჩამოიყვანა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისრაელში ვითარება კვლავ რთულია, გამოფრენამდე განგაშის სიგნალები ისმოდა თელ ავივის აეროპორტშიც. 

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი