საზღვაო კატასტროფა ჩრდილოეთის ზღვაში

25 ოქტომბერი 2023, 10:30 1092 ნახვა

ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა და ოთხი  უგზო-უკვლოდ დაიკარგა გერმანიის ნაპირებთან ორი სატვირთო გემის შეჯახების შედეგად. დაღუპულის ცხედარი ეკიპაჟის ორ გადარჩენილ წევრთან ერთად იპოვეს.  გემი „ვერითი, რომელიც ჩაიძირა,  ბრემენიდან  ინგლისის ქალაქ იმმინგემში მიდიოდა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

მეორე გემს ჰამბურგიდან ესპანეთის ლა კორუნისკენ ჰქონდა აღებული გეზი. დაკარგული ეკიპაჟის 4 წევრი შესაძლოა ცოცხლები არიან და ზღვის ფსკერზე გემში აფარებდნენ თავს - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ  მკვინთავთა გუნდი შემთხვევის რაიონში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებს. 

ვერტითის ლითონი გადაჰქონდა და ბორტზე 1300 კუბური მეტრი დიზელი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში