ტექნიკური პრობლემის გამო ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა

13 ნოემბერი 2023, 19:40 598 ნახვა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემის გამო ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა.

როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის რეისი მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა. ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქობულეთთანაა გაჩერებული.

„მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ, 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში