ბათუმის ბულვარში ახალი სკვერი იხსნება

15 ნოემბერი 2023, 20:04 526 ნახვა

მალე ძველ ბულვარს ახალი სკვერი შეემატება.სკვერის მოწყობის სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე უკვე მიმდინარეობს. საპროექტო ტერიტორიაზე გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები,ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდება გარე განათება. ასევე, პროექტის ფარგლებში განთავსდება საბაღე და ხის სკამ-საქანელები. სკვერში არსებული უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ბიუსტების პიედესტალს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როდა“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 124 ათას ლარს შეადგენს და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში