ბათუმობა 2024

28 აპრილი 2024, 11:00 244 ნახვა

ბათუმობის პირველი დღის საზეიმო ღონისძიება გუშინ დიჯეიმ დაასრულა. გაიმართა სოლო შემსრულებლების, ასევე კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების, გოგონათა ვოკალური და ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლებისა და ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტები.

ბათუმობის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდის კონცერტიც მოესმინათ.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა თემატიკის გამოფენები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში