საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

28 აპრილი 2024, 14:50 259 ნახვა

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართება ბათუმში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მიმდებარედ. სტუდია ''ანდამატის'', ასევე ქედისა და ქობულეთის ინკლუზიური ცენტრის მოსწავლეები ნამუშევრებს  40 წლის დაჩი აბსანძის დასახმარებლად ყიდიან. ახალგაზრდა კაცი, რომელიც კერამიკოსია, მძიმე სენს ებრძვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნახატები სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ასევე კერამიკული ნამუშევრები და სამკაულები.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა დღეს დაიწყო და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში