ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე "ორი ნაბიჯის" მაღაზია გაქურდეს

16 ნოემბერი 2023, 10:26 859 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის გაქურდვის ფაქტს თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

სავაჭრო ობიექტში არც იმას აკონკრეტებენ თუ რისი წაღება მოახერხეს მაღაზიიდან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში