შუახევის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

20 ნოემბერი 2023, 17:53 463 ნახვა

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. საწყისი ბიუჯეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონ 760 ათასი ლარით გაიზარდა და 21 მილიონ 860 ათასს ლარს შეადგენს. საჯარო განხილვაზე შენიშვნები და რეკომენდაციები ძირითადად ოპოზიციას ჰქონდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქმით, ბიუჯეტი მაღალმთიანეთში მცხოვრებლების საჭიროებებს არ ასახავს. ოპონენტებმა შეხვედრაზე წამოაყენეს ინიციატივა, საჯარო სკოლებში დაწყებით კლასებში უფასო კვების შემოღებაზე. უმრავლესობის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. ბიუჯეტის ერთ- ერთ პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 9 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, ასევე განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში