ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევამ 11 მთასვლელი იმსხვერპლა

04 დეკემბერი 2023, 14:21 357 ნახვა

თერთმეტი მთამსვლელი  დაიღუპა ინდონეზიაში  ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად, კიდევ 12 დაკარგულის ძებნა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერდა.

11 დაღუპულის ცხედართან ერთად მაშველებმა სამი გადარჩენილი იპოვეს. 

ვულკანი კვირას ამოიფრქვა. 2,891 მეტრის სიმაღლის ვულკანი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია სუმატრას კუნძულზე.

1979 წელს ვულკანის გააქტიურების შედეგად  60 ადამიანი დაიღუპა.  ამჯერად ვულკანი  ცაში 3 კმ სიმაღლის ფერფლს ისვრის. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში