“თოლია 2023” -დაჯილდოების ცერემონიალი

14 დეკემბერი 2023, 11:46 491 ნახვა

წლის შემაჯამებელი ღონისძიება - "თოლია 2023" გაიმართა ქობულეთში. დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მოღვაწე წარმატებული ადამიანები. 19 გამარჯვებულს სპეციალური პრიზი „თოლია“ გადაეცა, მათ შორის იყო ჯგუფი "რერო", ასევე პრიზი გადაეცათ მათ, ვინც მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან-მედიკოსებსა და მეხანძრე - მაშველებს. დაჯილდოვდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, სპეციალური პრიზი გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ქობულეთის ბიუროს ჟურნალისტ ლევან ურიდიას. ასევე ხელოვანებსა და მეცნიერ-მუშაკებს. მადლობის სიგელი მიიღო 13-მა კერძო ორგანიზაციამ და დეპარტამენტმა. ღონისძიებაზე აჩვენეს ვიდეო-რგოლები და კლიპები, რომლებიც ქობულეთის ტურისტულ პოტენციალს ეხება.პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "თოლია 2023" ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში