ქობულეთში, მრავალბინიან კორპუსში ხანძარია

20 დეკემბერი 2023, 16:16 796 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის სახურავს უკიდია.

კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იმყოფება. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი. მომხდარის გამო, რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მას გამოძიება დაადგენს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში