შუახევის ნაძვის ხე აინთო

20 დეკემბერი 2023, 20:00 514 ნახვა

შუახევში საახალწლო ნაძვის ხე კონცერტის ფონზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე, ადგილობრივების საახალწლო განწყობაზე იზრუნა ბენდმა ,,117“, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეებმა. საახალწლო განწყობა უკვე შეიმჩნევა შუახევის ქუჩებშიც, რომელიც განათდა საახალწლო ილუმინაციებით. განათებებს შორის არის საახალწლო ილუმინაციები, რომლებიც საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში