ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელმა საწარმომ, ამ დროისთვის 4 700 ტონა მანდარინი მიიღო და გადაამუშავა

21 დეკემბერი 2023, 10:10 422 ნახვა

ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელმა საწარმომ, ამ დროისთვის 4 700 ტონა მანდარინი მიიღო და გადაამუშავა. როგორც წვენების ქარხანის დირექტორი ამბობს, გადამუშავებული ციტრუსს ევროპისა და აზიის ქვეყნებში გაიტანენ. ასევე წელს პირველად მოხდება მანდარინის კონცერტრანტის გატანა ქართულ შიდა ბაზარზე. საწარმოს დირექტორი აცხადებს, რომ წელს საწარმოში მანდარინით დატვირთული ავტომობილების რიგები არ დგას, იქედან გამომდინარე რომ ყველა ფერმერი თავის რიგითობას ელოდება და კონკრეტული დათქმული დროის მიხედვით აბარებენ ციტრუსს. 

წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე, ნაცვლად 15 თეთრისა  30 თეთრიან სუბსიდიას იღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე  26 000 ტონაზე მეტი მანდარინი უკვე ექსპორტზეა გატანილი. მონაცემები წინა წელთან შედარებით მაღალია. ციტრუსის ჩაბარების პროცესის პარალელურად, მოქმედებს  საკოორდინაციო შტაბიც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში