ევროპაში საშობაოდ უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

24 დეკემბერი 2023, 11:56 416 ნახვა

ევროპის სხვადასხვა ქალაქში საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში სამართალდამცავები მასობრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირებენ. გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს კი ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტერაქტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა გერმანულ გამოცემაში რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, ისლამისტი ტერორისტების მიერ საშობაოდ ტერაქტის დაგეგმვის შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში