დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

26 დეკემბერი 2023, 20:15 391 ნახვა

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. დაბალ ზონაში კი 50 - 60 სანტიმეტრია. გადაადგილების მხრივ პრობლემებია ისევ რჩება. ამასთან დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ დილიდან იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, დაბა და მიმდებარე ქუჩები. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის შუქი თითქმის აღდგენილია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში