გერმანელი ფერმერები გაიფიცნენ

08 იანვარი 2024, 14:50 378 ნახვა

გერმანელმა ფერმერებმა ერთკვირიანი საპროტესტო აქციები დაიწყეს.ისინი მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას ითვალისწინებს. ფერმერების საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზების ტრაქტორებით ბლოკირება, რასაც შესაძლოა სატრანსპორტო ქაოსი მოჰყვეს. მთავრობა 2024 წელს ბიუჯეტში, სახსრების ეკონომიის ფარგლებში, აპირებს, გააუქმოს ფერმერებისთვის დიზელის საწვავზე მოქმედი ფასდაკლებები და საგადასახადო შეღავათები. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ამ ნაბიჯით სახელმწიფო 480 მილიონ ევროს დაზოგავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში