შენგელიას 9 ქულა მაკაბისთან

11 იანვარი 2024, 10:01 295 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგება ვეღარ შეძლო. იტალიური გუნდი მე-20 ტურის გასვლით შეხვედრაში თელ ავივის მაკაბისთან დამარცხდა. 

32 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაში ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 28:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 

თორნიკე შენგელიას ვირტუსს ევროლიგაში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 14 მოგება და 6 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ მადრიდის რეალს ჩამორჩება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში