ხმაური კუნძულის მშენებლობის საჯარო განხილვაზე

12 იანვარი 2024, 15:08 440 ნახვა

უკვე ორი საათია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს განიხილავენ.

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს, რომელზეც უნდა მოაწყოს ინფრასტრუქტურა. 

აქვე გაგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება მისი გასხვისება კერძო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე. 

საჯარო განხილვას ესწრებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული შეკითხვები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში