ირაკლი კახიძის ფონდის პრეზენტაცია ბათუმში

20 იანვარი 2024, 11:02 500 ნახვა

ირაკლი კახიძის ფონდის პრეზენტაცია ბათუმში. ქართველი ტენორის ფონდის ინიციატივით საერთაშორისო საოპერო სააგენტოს აი-ოუ-ეი მენეჯმენტის მოსმენა-მასტერკლასი ჩატარდება, რომელსაც  სააგენტოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კალე კანტილა უხელმძღვანელებს.

ღონისძიება საოპერო მომღერლებს მოსმენა-მასტერკლასზე უფასო დასწრების საშუალებას აძლევს. შერჩევის შემთხვევაში კი, კანდიდატები მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში დასაქმდებიან.

სტუდენტების შერჩევის შემთხვევაში სწავლის დასრულების შემდეგ, მათ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სტუდიებში სტაჟირების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე სტიპენდია დაენიშნებათ.

ირაკლი კახიძის ფონდი მომავალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში