ირაკლი კახიძის ფონდის პრეზენტაცია ბათუმში

20 იანვარი 2024, 20:00 418 ნახვა

ირაკლი კახიძის ფონდის პრეზენტაცია ბათუმში. ქართველი ტენორის ფონდის ინიციატივით საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც სააგენტოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კალე კანტილა ხელმძღვანელობს.   

აღნიშნული ღონისძიება საოპერო მომღერლებს მოსმენა-მასტერკლასზე უფასო დასწრების საშუალებას აძლევს. შერჩევის შემთხვევაში კი, კანდიდატები მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში დასაქმდებიან და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობისთვის გზა გაეხსნებათ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების შერჩევის შემთხვევაში სწავლის დასრულების შემდგომ, მათ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სტუდიებში სტაჟირების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ.

სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ და მსოფლიო საოპერო მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობა შეეძლებათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში