ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

20 იანვარი 2024, 23:30 1712 ნახვა

ბათუმში, სვიშევსკის N169 ნომერში შაინიძეების 4 წევრიან ოჯახში ხანძარი გაჩნდა. გამომწვევი მიზეზები უცნობია. ხანძრის შედეგად დაზიანება მიიღეს დედამ და ბავშვებმა.

25 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

არასრულწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე გაწერეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, სწორედ მათ უნდა დაადგინონ ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

შემთხვევა დილით დაახლოებით 10 საათზე მოხდა, ხანძრის ლოკალიზება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მალევე შეძლეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში