გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის თასს გამოეთიშა

07 თებერვალი 2024, 09:02 320 ნახვა

ინგლისის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალშიუოტფორდი“ სტუმრად „საუთჰემპტონთან“ 0:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითადში იყო და აქტიურობდა, მაგრამ შედეგიანი ქმედებით ისევ ვერ გამოირჩა.

ქართველი შემტევი 54-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:0 იყო, მერე სტუმრებმა ორიც გაუშვეს და უშანსოდ წააგეს.

საუთჰემპტონი“ მერვედფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულს“ „ენფილდ როუდზე“ ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში