სტიქია ხულოში

07 თებერვალი 2024, 18:12 311 ნახვა

ხულოში,მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრ ნახევარს აღწევს, წვიმისა და დიდთოვლობის გამო საფრთხე შეექმნა ოთხ საცხოვრებელს ამ დროისთვის მერიის მიერ ყველა ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ამ ეტაპისთვის მცირე შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. შუქი ნაწილობრივ არ მიეწოდება ხიხაძირს, ძირკვაძეებსა და რიყეთს . სამივე მიმართულებით მუშაობს ტექნიკური სამსახური. დიდთოვლობის გამო არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი. იწმინდება ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე განვითარებული მეწყრებიც. შეგახსენებთ რომ სტიქიამ გუშინ ხულოში სოფელ ზედა თხილვანაში სახლი დაანგრია, დაიღუპა 55 წლის ქალი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში