ქველმოქმედება უკრაინის დასახმარებლად

24 თებერვალი 2024, 17:18 471 ნახვა

ამხანაგური, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი უკრაინისთვის - ამ წუთებში ბათუმის ბულვარში, უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის მინი ფეხბურთის ნაკრებები ერთმანეთს ხვდებიან.

მატჩის პარალელურად ჩატარდება აუქციონი, სადაც ბათუმისა და კიევის დინამოს ექსკლუზიურ ლოტებს გაყიდიან. მინი ფეხბურთის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მიმდინარეობს უკრაინულ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.

ღონისძიებებზე მიღებული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში