ფესტივალი „გიზ-გიზი“ მესტიაში

01 მარტი 2024, 15:32 348 ნახვა

გუდაურის შემდეგ, მესტია მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“. სეტის მოედანზე დღის მთავარი ღონისძიება ამ წუთებში იწყება. დაგეგმილია კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეები იზრუნებენ, მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, ბავშვებისთვის თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა. სვანეთის შემდეგ ფესტივალის წლის ბოლო ღონისძიება ბაკურიანში გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში