ბათუმის სკოლა „პროგრესში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა

18 მარტი 2024, 12:47 334 ნახვა

დღეს, ბათუმში ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესი შეწყდა, მიზეზი შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება გახდა. 

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტყობინების შესახებ აცნობეს შესაბამის სამსახურებს და შენობიდან პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია შეისწავლეს კინოლოგებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში