ბელორუსის დამოუკიდებლობის დღე ბათუმში

24 მარტი 2024, 20:02 502 ნახვა

ბელარუსიის  რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით ბელორუსიის დამოუკიდებლობის დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.

ცნობისთვის, ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკამ 106 წლის წინ, 1918 წელს, 24-25 მარტის ღამეს მინსკში მესამე ქარტია მიიღო, რომლითაც ბელორუსიის დემოკრატიული რესპუბლიკა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში