ერევნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნა

27 მარტი 2024, 10:18 270 ნახვა

ერევნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნა, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობის გაღრმავებისთვის ერთ-ერთი  ნაბიჯია. 

ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა.

გიორგი ამილახვარს, რომელიც ერევანში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, შეხვედრა ჰქონდა  სომეხ კოლეგასთან  ჟანა ანდერასიანთან.

მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების  საკითხები და ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში