თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ძირითად ქალაქებში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს

01 აპრილი 2024, 10:16 390 ნახვა

ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ  სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუ თითქმის 10 პროცენტიანი სხვაობით ლიდერობს  ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ხოლო მისმა "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ" შეინარჩუნა  ძალაუფლება დედაქალაქში და  ქვეყნის 9 დიდ ქალაქში მერის არჩევნები პირველად  მოიგო.

ევროპის უდიდეს ქალაქში 16 მილიონიან  სტამბოლში, იმამოღლუს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 50,53% -მა, ხოლო მის ოპონენტს ერდოღანის პროტეჟე  მურატ ქურუმს, 40,73%-მა.

სტამბოლის მერიის შენობის წინ  იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა და გამარჯვება იზეიმა.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ანკარის ქუჩებშიც მოქმედი ოპოზიციური მერის მანსურ იავასის გამარჯვების აღსანიშნავად.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა  დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ პარტიასთან ერთად თვითკრიტიკული იქნება და გამოასწორებენ დაშვებულ ხარვეზებს. გუშინდელმა ადგილობრივმა  არჩევნებმა  პრეზიდენტს სტამბოლისა და ანკარის მუნიციპალიტეტების დაბრუნების   იმედიც გადაუწურა,  რომლებიც ოპოზიციამ  2019 წელს მოიგო.

ანკარაში მხარდამჭერების წინაშე  სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ არჩევნები არ ნიშნავს დასასრულს, არამედ იგი გარდამტეხი მომენტია მისი ალიანსისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში