ზელენსკი დასავლელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს

08 აპრილი 2024, 10:04 262 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა გაიზიაროს რუსეთის თავდასხმების შედეგად ხარკოვსა და სხვა ქალაქებზე მიყენებული ტკივილი.

ზელენსკი ამბობს, რომ მათ ხელთ  არსებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები  არ არის საკმარისი და ეს იციან  უკრაინის  პარტნიორებმა.  ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს პოლიტიკური ნების გამოჩენისკენ  მოუწოდებს, რათა უკრაინა უზრუნველყონ  საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც „უკვე შეიტანეს წვლილი“ ამ საქმეში, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებობს თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მათი თავდაცვის უზრუნველყოფა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში