რუსეთის ქალაქ ვიაზმაში ესტაკადა ჩაინგრა, არის მსხვერპლი

09 აპრილი 2024, 08:02 317 ნახვა

რუსეთის სმოლენსკის ოლქში ესტაკადის ჩანგრევის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი.    დაშავებულია 6 ადამიანი.  ესტაკადის ჩანგრევის მიზეზი უცნობია.

ინციდენტის დროს დაზიანდა გაზსადენი მილიც. 112-ის მონაცემებით, აფეთქების პრევენცია გაზსადენის დროულად გადაკეტვით შეძლეს. შემთხვევის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. 

ესტაკადის ქვეშ გამავალ რკინიგზის მონაკვეთზე ჩანგრევის მომენტში მატარებელი არ იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში