დღეს, პარლამენტში მუშაობის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ

15 აპრილი 2024, 10:01 207 ნახვა

დღესვე  პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ - ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის ონლაინმედიის აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სწორედ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დაწყებას უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში