საერთაშორისო მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე

18 აპრილი 2024, 09:44 234 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც ევროკავშირის შეფასებით ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას საფრთხეს უქმნის და უკვე მესამე ღამეა საპროტესტო აქციებს იწვევს - ამის შესახებ გამოცემა “Reuters”-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი განიხილება, როგორც ტესტი იმისა, აპირებს თუ არა საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზისკენ სვლას თუ რუსეთთან დაახლოებას. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა უცხოურ მედიაში. „დოიჩე ველე“ წერს, რომ კრიტიკოსების შეფასებით კანონი ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის ნანატრ პერსპექტივას. 

მიმდინარე პროცესებს  ასევე ეხმაურებიან “The Guardian”, “The Washington Post”, “BBC”, “NBC News” და სხვა გავლენიანი  მედია საშუალებები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში