უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან გვიან ღამით დასრულდა

07 მაისი 2024, 10:14 218 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია თბილსში გვიან ღამით, პარლამენტთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს პატივი მიაგეს, შემდეგ კი, მსვლელობით, რუსთაველზე გადაინაცვლეს.

საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ბათუმშიც.  აქცია  სტუდენტებმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთთან დაიწყეს, შემდეგ კი გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალთან, ასევე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისთვის დაღუპულ გმირებს აგვისტოს ომის მემორიალთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის მონაწილეებმა  დროშებითა და ტრანსფარანტებით ბათუმის რამდენიმე ქუჩა შემოიარეს. შემდეგი აქცია ბათუმში 9 მაისს დაიგეგმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში