თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულშია 

16 მაისი 2024, 09:48 370 ნახვა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 2023-24 წლის რეგულარული სეზონის „ყველაზე ძვირფასი“ მოთამაშე „ვირტუს ბოლონიას“ უკანახაზელი მარკო ბელინელი გახდა.

კლუბების, მედიისა და გულშემატკივრების გამოკითხვაში 38 წლის იტალიელმა კალათბურთელმა ხმების 14.7% მიიღო. მეორე ადგილზე „ვენეციის“ მოთამაშე ტაკერი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თორნიკე შენგელიამ დაიკავა. ბოლონიურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

„ვირტუსი“ პლეი ოფის პირველ რაუნდში „ტორტონას“ ეთამაშება და სერიაში 2:0 იგებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი