გასაუბრება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან

12 ივნისი 2024, 14:22 281 ნახვა

ამ წუთებში  საზოგადოებრივი მაუწყებლის   სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი  კონკურსი მიმდინარეობს,  სპეციალურმა კომისიამ საბჭოს 3 წევრი  11  კანდიდატისგან უნდა შეარჩიოს. 

გასაუბრების ეტაპზე   მაუწყებელთან დაკავშირებული   ხედვა კომისიას   უკვე   გააცნო  4-მა კონკურსანტმა, მათ  ასევე  წერილობით   წარადგინეს   მაუწყებლის განვითარების კონცეფცია. 

კონკურსში მონაწილეთა შორის არიან  აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლებიც ,ასევე  აჭარის მაუწყებლის  მრჩეველთა საბჭოს ორი ყოფილი წევრი.

რაც შეეხება  პროცედურას,  კომისიის მიერ შერჩეულ   კანდიდატებს  პარლამენტი ამტკიცებს , სამეურვეო საბჭოში აჭარის კვოტას, კომისიის მიერ შერჩეული 3 კანდიდატიდან  აჭარის უმაღლესი  საბჭო  დასამტკიცებლად   ერთს   პარლამენტს წარუდგენს.  

ახალი  წევრების შერჩევა   საჭირო  გახდა მას შემ,დეგ გახდა, რაც   სამეურვეო  საბჭოს   სამ წევრს  უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში