ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია სვანეთში

25 ივლისი 2024, 18:44 440 ნახვა

მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ადგილობრივები არიან. როგორც დაკარგულების ახლობლები აცხადებენ, მათ  მეხუთე დღეა ვერ უკავშირდებიან და  სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.  ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი