ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

13 სექტემბერი 2024, 15:19 177 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.  

"გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა. ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა - გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი - განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა.
 
გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნავს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი