ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან 31 წელი გავიდა. მემორიალური ღონისძიება უკრაინის დედაქალაქში გაიმართა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბირთვული ავარიის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილითა და ზარების რეკვით მიაგეს პატივი. ,,ჩერნობილის გმირების" მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობის ცერემონია და ხსოვნისადმი მიძღვნილი ლოცვა ღამის ორ საათზე აღავლინეს, ზუსტად იმ დროს, როდესაც 31 წლის წინ ჩერნობილში მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქებები და რადიოაქტიური ნივთირებების გაჟონვა მოხდა. ავარიის შედეგად უკრაინის, ბელორუსის, რუსეთისა და კიდევ 14 ევროპული ქვეყნის ტერიტორია დაზარალდა.