შეერთებული შტატები სამხრეთ კორეაში თავდაცვის სისტემებს ანთავსებს

26 აპრილი 2017, 00:00 2517 ნახვა

შეერთებული შტატები სამხრეთ კორეაში თავდაცვის სისტემებს ანთავსებს. ამერიკამ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების ,,თაადი" განთავსების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული ამბიციების ფონზე მიიღო, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ფხენიანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით დღეს თეთრ სახლში საიდუმლო ბრიფინგი გაიმართება, რომელშიც 100 სენატორი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიღებენ მონაწილეობას. პეკინის განცხადებით, ,,თაადის" კომპლექსების განთავსება რეგიონში უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

,,ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით კი, ამერიკული თავდაცვის სისტემები კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. გამოცდა ერთი წლის წინ დაიგეგმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი