მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

10 დეკემბერი 2025, 10:11 99 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სარგის ხანდანიანს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-სომხეთის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის დადებითი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ასევე, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომელიც ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებული დღის წესრიგის დადებით ტენდენციებს.

ხაზი გაესვა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს რეგიონში უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და განვითარების გაძლიერებას“, - ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი