ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში მსხვერპლით დასრულდა

11 სექტემბერი 2017, 00:00 6180 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში.  გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ისინი საავადმყოფოში გადაჰყავს. თვითმხილველების თქმით, სამარშუტო ტაქსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს  დაეჯახა. შემთხვევა ქობულეთის შემოვლითი გზის, ოჩხამურის მონაკვეთზე მოხდა. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ფოტო: გიორგი სირაძე

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში