‘’ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთქმულება არ მხოლოდ ჩემს არამედ ეკლესიის წინააღმდეგ’’ -მეუფე დიმიტრი

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3089 ნახვა

მეუფე დიმიტრიმ ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დატოვა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ემოციური და მძიმე საუბარი ჰქონდა. მეუფე ამბობს, რომ თავად დეკანოზი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

‘’მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შესრულება ჩემს წინააღმდეგ.  მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთქმულება არ მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს დაგეგმა არის ძალიან ბოროტი ადამიანი - ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამბოხში წინააღმდეგობაში ჩართულობა. მე კითხვა დავსვი, რატომ ხარ შენ ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი?  მე ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე და ა.შ.’’ - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე დიმიტრის თქმით, მამა გიორგის მიაჩნია რომ ეს მოუწყვეს. ‘’ეს გააკეთა ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც დეკანოზი ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა შეკვეთა, რომ ჩამოეტანა და გადაეცა მისთვის’’.

ბათუმის ადა ლაზეთის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ემოციურად მძიმე მდგომაროებაში იყო, რის გამოც დეკანოზთან შეხვედრისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. თუმცა იყო კიდევ რამდენიმე მიზეზი. ‘’ეს იყო ჩემთვის ცის ჩამოქცევა იყო. ხშირად მსაყვედურობენ, ამდენი ხანი რატომ არ მოვინახულე. ჯერ ერთი, გამოძიების დროს ზედმეტი კითხვები რომ არ დასმულიყო, თავი შევიკავე. ერთ-ერთი მღვდელმთავარი როდესაც შევიდა მამა გიორგისთან, გაჩნდა კითხვა, მღვდელმთავარმა ხომ არ უკარნახა და ა.შ. ამანაც განაპირობა. თან მოწმეც ვიყავი და იურიდიულად არ მქონდა უფლება’’ -  განაცხადა მეუფემ.

სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში მეუფე დიმიტრი და დეკანოზი რევაზ სახარულიძე ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში