საკადრო პოლიტიკა თვითმმართველობებში

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2562 ნახვა

საარჩევნო დავების დასრულების და შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების შემდეგ, ახლად არჩეული მერები მალევე გადაიბარებენ მოქმედი ხელმძღვანელებისგან საქმეს, ბიუჯეტს და პასუხისმგებლობას. ახალ ხელმძღვანელებს სამსახურების მოქმედი უფროსები დახვდებათ, რომლებსც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილება ავტომატურად არ უწყდებათ.

ავტომატურად თავისუფლდებიან სამსახურიდან პოლიტიკური თანამდებობის პირები, ანუ ამ შემთხვევაში მერის მოადგილეები, რომლებსაც პოზიცია მოქმედი ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით უჭირავთ. ვინ იქნებიან ვიცე-მერები, გამოაცხადებენ თუ არა რეორგანიზაციას და აპირებენ თუ არა ცვლილებებს ახალი მერები? 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში