ორი საბავშვო ბაღი ერთმა უნდა ჩაანაცვლოს

26 ოქტომბერი 2017, 00:00 7196 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ უბანში ორი საბავშო ბაღი, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის 2 სართულზე არის განლაგებული უნდა დაიხუროს - ინფორმაციას ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ავრცელებს. 

ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, ბაღები ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, არ აქვთ ეზოები, სადაც ბავშვების გაყვანა იქნება შესაძლებელი. "აღსაზრდელები ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ პარკებში და სკვერებში დაჰყავთ" - აცხადებს გაერთიანების დირექტორი. "სასურველია, ორივე ბაღი გაერთიანდეს და ერთ შენობა გამოეყოს ან აშენდეს". 

საკითხის განხილვას ის ახალ მერთან გეგმავს. კონკრეტულად როდის მოხდება ამ ბაღების დახურვა ნატალია ზაქარეიშვილი ვერ აკონკრეტებს.

მაუწყებლის კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ცალკე შენობებში აღსაზრდელების გაყვანა? - გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ ეს დამატებით ფინანსურ რესურსებს და ტერიტორიას საჭიროებს, რაც ამ ეტაპზე მათ არ აქვთ.

ბათუმის #1 და #2 ბაღები, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს ემსახურება, თუმცა ის საკმარისი არ არის. ქალაქის ამ ნაწილში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, ბავშვების რაოდენობა მატულობს, თუმცა საბავშო ბაღები არ ემატება. 

საკრებულოს სხდომაზე, რუსთველის ქუჩაზე, დამატებით ბაღების მშენებლობის საკითხი საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ არაერთხელ დააყენა, თუმცა შენობების არსებობის გამო საკითხი განხილვა არ გაგრძელებულა.  

რუსთაველის ქუჩაზე ბაღის ყოფილ შენობაში ახლა რესტორანია განთავსებული. 

#1 და #2 ბაღში  9 ასაკობრივი ჯგუფი და 58 თანამშრომელია.  

ბათუმში მიმდინარე წელს 1200 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა. 31 საბავშვო ბაღში კი 7 ათას 510  ბავშვი ირიცხება. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში