სამინისტროებისთვის გაზრდილი დაფინანსება და პრიორიტეტული პროექტების ნუსხა

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3641 ნახვა

2018 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონით განისაზღვრა. ფინანსური დოკუმენტი, შემოსავლების ნაწილში, 44 მილიონით იზრდება.

6 მილიონი ლარით მეტს მიიღებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი. თანხა 65 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას, 190 ხელოვნური ნაგებობისა და 14 ახალი ხიდის მშენებლობას მოხმარდება.

2018 წელს განათლების სამინისტრო 14 ახალი სკოლის მშენებლობასა და 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება 32 პროცენტით იზრდება, სამიზნე სარეკლამო ქვეყნებს დიდი ბრიტანეთიც დაემატება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით მეტი იქნება. მომავალ წელს განსახორციელებელ პროექტებს შორისაა ბათუმი-ქედა- ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობა,  ღომას მთაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ცენტრალური გზის გასწვრივ საპარკინგე ტერიტორიების მოწყობა.

რესპუბლიკურ ბიუჯეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში