ჩაიკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია

20 ნოემბერი 2017, 00:00 2593 ნახვა

ჩაიკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის, არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს.

აქ უკვე დასრულდა ბორდიურების მოწყობა  და ტროტუარების ძირითად ნაწილზე დაგებულია დეკორატიული ფილები. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 852 ათას 140 ლარია გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში